თერჯოლაში ანსამბლ "ფორტეს" შემოქმედებითი საღამო გაიმართა

ქალაქ თერჯოლაში ანსამბლ "ფორტეს" შემოქმედებითი საღამო გაიმართა. 

ღონისძიებას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ანსამბლი "ფორტე" მსმენელის წინაშე ყველასათვის საყვარელი და პოპულარული სიმღერებით წარსდგა.

მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ ღონისძიების ორგანიზატორებსა და სპონსორებს, ასევე  მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატებული საქმიანობა უსურვა.

აღნიშნული კონცერტი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბიზნესმენის, ავთო კოჩაძის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები