გიორგი ბოტკოველი - მოვითხოვთ პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება როგორც ოთარ ფარცხალაძეზე, ისე ირაკლი ღარიბაშვილზე და კახი კალაძეზე

იმ დროს, როდესაც ღარიბაშვილის ოჯახი და მასთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ბანდა მილიონებს შოულობს, მის ქალაქში ადამიანები შიმშილობენ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს ხელისუფლებაში იმყოფება დანაშაულებრივი ბანდა, რომელიც ძარცვავს საქართველოს მოსახლეობას. ჩვენ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვიხილეთ, რომ კონკრეტული ფაქტებით დასტურდება იმ ადამიანების დანაშაული, რომელთაც დღეს ძალით აქვთ შეპყრობილი ხელისუფლების სადავეები. მთავარი დამნაშავე, მთავარი რუსი ოლიგარქი, რუსი ჯაშუში, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილია, ასევე მისი კონკრეტული წარმომადგენლები. ოთარ ფარცხალაძეზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა კონკრეტული ფაქტები გამოაქვეყნა და დაასანქცირა. საუბარია, რომ ფარცხალაძე, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში წარმოადგენდა რუსეთის ინტერესებს და ის არის დადასტურებულად რუსი ჯაშუში, "ფეესბეს" აგენტი, რომელიც აკონტროლებს საქართველოში არსებულ ბიზნესსექტორს. ასევე, ვსაუბრობდით დანაშაულებზე, რომელშიც ჩართული იყო საქართველოს ე.წ. პრემიერი, დედაქალაქის მერი. იმ დროს, როდესაც მილიონებს შოულობს ღარიბაშვილის ოჯახი  და მასთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ბანდა, სწორედ მის ქალაქში, დედოფლისწყაროში ადამიანები შიმშილით არიან შეპყრობილები. ვნახეთ, ფერმერების მიერ გამართული აქციები, რომლებიც დამოკიდებულები არიან ხორბლის მოსავალზე, ისინი მოითხოვენ პროდუქციის რეალიზებაში მხარდაჭერას.

ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რუსეთთან კავშირებით, საქართველოში ხდება რუსეთ-უკრაინის დროს, რუსეთის მიერ მოპარული ხორბლის შემოდინება, საქართველოში არსებულ მოსავალს ფასი გაუფასურებული აქვს. ვსაუბრობდით, რომ ის ბანდა, რომელიც კახეთში მოქმედებს და თავიდან ბოლომდე აკონტროლებს ყურძნის ბიზნესს და ამაში ჩართულია ღარიბაშვილთან დაკავშირებული ადამიანები. კახეთში არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მოსავლის რეალიზებასთან ერთად არიან ადამიანები, რომლებსაც სრულად გაუნადგურდათ მოსავალი. 

ჩვენ ვნახეთ კონკრეტული ფაქტები გუშინ საგამოძიებო ჟურნალისტების მხრიდან მოწოდებული, სადაც დასტურდება თუ როგორი დამნაშავეა ირაკლი ღარიბაშვილი, კახი კალაძე, რა ბიზნეს აქტიურობას და რა ბიზნეს რეკეტს ეწევა ფარცხალაძე, რომელსაც დანაშაულებრივად აქვს შენარჩუნებული საქართველოს მოქალაქეობას ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით. 

მოვითხოვთ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება როგორც ოთარ ფარცხალაძეზე, ისე ირაკლი ღარიბაშვილზე და კახი კალაძეზე, რომლებიც საქართველოში, ქართველი ხალხის ფულით და ინტერესების საწინააღმდეგოდ იწყობენ საკუთარ კომფორტს და ეწევიან დანაშაულებრივ საქმიანობას“, - განაცხადა ბოტკოველმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები