გიორგი ბოტკოველი - ანაზღაურებულ იქნეს ის ზიანი, რომელიც სწორედ ხელისუფლების კორუფციული საქმიანობის და დანაშაულის გამო მიიღო ხალხმა

გუშინდელმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ 20 მილიონი ლარი, რომელიც გადახდილი იქნა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებში, არის გაფლანგული და მოპარული და ყოველდღიურად აღნიშნული უწყებისა და აღნიშნული დანადგარების შენახვა არის წყალში გადაყრილი ფული, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა ბრიფინგზე განაცხადა.

"ის, რაც გუშინ საღამოს კახეთში მოხდა, ეს არ არის სტიქია, ეს არის ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს, ქალაქ ყვარელს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების ასეულობით ოჯახსა და მცხოვრებს. 100%-ით განადგურებულია როგორც მოსავალი, ისე საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა.

გუშინდელმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ 20 მილიონი ლარი, რომელიც გადახდილი იქნა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებში, არის გაფლანგული და მოპარული და ყოველდღიურად აღნიშნული უწყებისა და აღნიშნული დანადგარების შენახვა არის წყალში გადაყრილი ფული.

დღეს ტრადიციული მთავრობის სხდომა უნდა ჩატარებულიყო 14:00 საათზე. მთავრობამ არც იკადრა და არც ჩანიშნა მთავრობის სხდომა, რომ პასუხი გაეცათ იმ დაზარალებული, გაუბედურებული ადამიანებისთვის, რომლებსაც აღარ გააჩნიათ ფაქტობრივად არაფერი. განადგურებულია ყველაფერი, ვაზი მომავალ წელსაც ვეღარ გამოისხამს ნაყოფს.  ეს არის სრული ტრაგედია, რომელსაც პასუხი უნდა გასცეს ხელისუფლებამ, პასუხი უნდა გასცეს იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინა, როცა ვითომ შეიძინა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები და წყალში გადაყარა 20 მილიონი ლარი.

ჩვენ გამოვდივართ კვლავ იმავე ინიციატივით, ყველა იმ ადამიანის, ვისაც უხვმა ნალექმა გაუნადგურა მოსავალი, სასწრაფოდ მათთვის ანაზღაურებული იქნეს ის გამოყოფილი სუბსიდირებული თანხა, რომელიც მათ შარშანდელ წელთან შედარებით იგივე მოსავლის შემთხვევაში უნდა მიეღოთ.

რაც შეეხებათ ამ დაზარალებულ ადამიანებს, რომლებსაც საერთოდ არაფერი არ გააჩნიათ, სასწრაფოდ ვითხოვთ რეაგირებას, იმოქმედოს ხელისუფლებამ და ანაზღაურებულ იქნეს ის ზიანი, რომელიც სწორედ ხელისუფლების კორუფციული საქმიანობის და დანაშაულის გამო მიიღო ხალხმა. ის თანხები ვითომ ხელისუფლების მხრიდან  იხარჯება გლეხის, მშრომელი კაცის მხარდასაჭერად, ეს არის ისევ ჩინოვნიკების, მაღალი თანამდებობის პირების ჯიბეებში ჩალექილი მოპარული თანხები“, - განაცხადა ბოტკოველმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები