ლევან ბეჟაშვილი - ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება საერთაშორისო ფინანსური იზოლაცია, პრობლემები შეექმნება ქართულ ბანკებს, მოქალაქეებს

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის სახელით ნათია თურნავას მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვება საერთაშორისო ფინანსური იზოლაცია, პრობლემები შეექმნება ქართულ ბანკებს, პრობლემები შეექმნება მოქალაქეებს, საერთაშორისო გადარიცხვებს, მათ ანაბრებს და პენსიებს.

"ეროვნული ბანკის სახელით ნათია თურნავას გადაწყვეტილება არის ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი და ამ გადაწყვეტილებით, საერთაშორისოდ სანქცირებულ რუს-ქართველ ოლიგარქს, რუსეთის FSB-ს ოფიციალურად აღიარებულ აგენტს, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს სისტემაში მოეხსნა საერთაშორისო სანქციები და მიეცა საშუალება, თავისუფლად განკარგოს ხალხისგან მოპარული და რუსეთიდან მიღებული შავი ფული. ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტო უკანონობის გამომხატველია და  პრაქტიკულად, ეს რეგულაცია თავისი მასშტაბით უტოლდება რუსული აგენტების შესახებ კანონის ამოქმედებას.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ არსებობს, სახელმწიფო მიტაცებულია და "ქართული ოცნება" არღვევს კონსტიტუციით დადგენილ ფუნდამენტურ პრინციპებს, ახდენს ძალაუფლების უზურპაციას და სახელმწიფოს მიტაცებას. ივანიშვილის კლანისთვის სასარგებლო ცვლილებების დაწესება გამოუსწორებელ რეპუტაციულ ზიანს აყენებს საბანკო სისტემას, რასაც სავალალო შედეგი მოჰყვება ქვეყნისა და თითოეული მოქალაქისათვის.

ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება საერთაშორისო ფინანსური იზოლაცია, პრობლემები შეექმნება ქართულ ბანკებს, პრობლემები შეექმნება მოქალაქეებს, საერთაშორისო გადარიცხვებს, მათ ანაბრებს და პენსიებს", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები