ნიკა მელია - ნათია თურნავას თანამდებობიდან გადაყენება, გაგდება, ხალხის მიერ იძულება, რომ გადადგეს, არის მნიშვნელოვანი

ნათია თურნავას თანამდებობიდან გადაყენება, გაგდება, ხალხის მიერ იძულება, რომ გადადგეს, არის მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ ეროვნულ ბანკთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

"ვფიქრობ, დღეს მთავარი ეპიცენტრი უნდა იყოს ყველა ის არენა, სადაც ქართველი ხალხის ხმა იქნება გაგონილი ისე, რომელიც აისახება სწორი გადაწყვეტილების დაგვირგვინებაში, იქნება ეს იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია, რუსთაველი, ნებისმიერი სხვა ქალაქი, სხვა მოედანი, პარლამენტი თუ ასე შემდეგ. „ქართულმა ოცნებამ“ ამ პროცესის სახით, ბიძინა ივანიშვილს ერთგულებისა და ქვეყნის ღალატის ტესტი ჩააბარა. ჩვენთვის ამავე დროს არის ტესტი, რამდენად მზად ვარ შევეგუოთ თითქოს სახელმწიფო მოხელეების ბრმა ერთგულებას ივანიშვილისადმი, სადაც ისტორიული არჩევანი უკვე საბოლოოდ ფეხქვეშ ითელება. მომავლის პერსპექტივა ამ მოღალატეობრივი ხელისუფლების პირობებში კვდება. ეს არის ჩვენი წინაპრებისა და მომავალი თაობების ღალატი. ვფიქრობ, აქ უკვე უკან დასახევი არ არის. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა რიგი საკითხებისადმი და ოპოზიციურ ფლანგზე რბილად რომ ვთქვათ, მკვეთრი დაპირისპირებისა, დარწმუნებული ვარ, ახლა ამ ფუნდამენტური საკითხის გარშემო ერთობა შედგება. მე ამ თვალსაზრისით აქტიურ მონაწილეობას მივიღებ. ერთობა ახლა არის საჭირო. ერთობა ნიშნავს, რომ ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ განადგურებას. ვფიქრობ, ხალხის გამოღვიძების პროცესი დაწყებულია.

"ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ ამომრჩევლებს მოტივაციაზე წყალი გადაასხა. მათ ნამდვილად ვადაზე ადრე მოუწიათ დეკლარირება, რომ ისინი არიან მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მიერ დაკვეთილი გეგმების შემსრულებლები. მეორე მხრივ, საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ირწმუნა, რომ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის დავალებებს ასრულებს.

თავმოყვარეობის შელახვასაც ლიმიტი აქვს. ვხედავთ, რომ რიგი სახელმწიფო მოხელეები ამხელა ცინიზმსაც ვეღარ უძლებენ და ხალხის მხარეს დგამენ ნაბიჯებს. ახლა მნიშვნელოვანია საზოგადოება დავარწმუნოთ შემდეგში, რომ ჩვენ ადამიანებს კი არ ვიყენებთ, არამედ მიზანი არის ადამიანების კეთილდღეობა და მათი უკეთესი მომავალი. ვფიქრობ, ამ პროცესში ეს ჩვენ უნდა შევძლოთ და შევძლებთ. ნათია თურნავას თანამდებობიდან გადაყენება, გაგდება, ხალხის მიერ იძულება, რომ გადადგეს, არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები