გიორგი ვოლსკი - ხომ უნდა გვაერთიანებდეს რაღაც და დღეს ამ გაერთიანების სიმბოლოა სწორედ კულტურა და სპორტი

"უნდა შეაქო ის, რაც არის გაკეთებული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ „მინისტრის საათის“ ფარგლებში წარმოდგენილი ინფორმაციის შეფასებისას.

"კულტურის სფეროზე, სპორტზე და ახალგაზრდობაზე ვსაუბრობთ და ამ შემთხვევაშიც, პარლამენტის შენობაში, ვერ ავცდებოდით პოლიტიკურ დებატებს. დღეს ჩვენ არაერთ თემაზე და მიმართულებაზე ვლაპარაკობთ, რომელიც მინისტრმა თეა წულუკიანმა წარმოადგინა. რომელი მიმართულებაა ისეთი, სადაც ნებისმიერ ჩვენგანს პოზიტივი არ შეგხვედრიათ, როდესაც სხვადასხვა რეგიონში ვყოფილვართ. რა თქმა უნდა, ბევრი სპორტული თუ კულტურული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით ტარდება, თუმცა ძირითად პოლიტიკას და მიმართულებებს, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის კუთხით სწორედ სამინისტრო წარმართავს და ახორციელებს.

რაღაც წარმოდგენა გვაქვს ისეთი რომ ამ ადამიანების მიმართ მადლობა არ გვჭირდება, რადგან ვინმემ რამე პირფერობაში არ ჩაგვითვალოს. ასე არ არის, უნდა შეაქო ის, რაც არის გაკეთებული. რასაკვირველია, შეიძლება კამათიც იყოს, გარკვეულ თემებზე პოლემიკაში შევიდეთ, მაგრამ ის ტენდენციები, რომელიც ჩამოყალიბდა ამ სამინისტროს და მთავრობის მიერ, ერის და საზოგადოების იდენტობა სწორედ აქ შეგვიძლია დავაზუსტოთ. ხომ უნდა გვაერთიანებდეს რაღაც და ამ გაერთიანების სიმბოლოა დღეს სწორედ კულტურა, ქართული სპორტი და ახალგაზრდულ საკითხებთან დამოკიდებულება. მე წარმატებებს ვუსურვებ ქალბატონ თეას და მის გუნდს ამ საქმეში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები