უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 274 470 (+490) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 21.09.2023-მდე: ტანკები - 4638 (+3), ჯავშანტექნიკა - 8883 (+15), საარტილერიო სისტემები - 6137 (+41), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 781 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 528 (+2), თვითმფრინავები - 315 (+0), ვერტმფრენები - 316 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 4850 (+29), ფრთოსანი რაკეტები - 1479 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 20 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 8670 (+37), სპეციალური ტექნიკა - 911 (+5).