მამუკა მდინარაძე - ვინმე რომ იქ ჩასულიყოო, კარგად გარუჯულმა ვაშაძემ განაცხადა, რომელსაც ფეხი არ ჩაუდგამს, თინა ბოკუჩავამ ვიყავით მაგრამ კამერების გარეშეო

ბატონმა ვაშაძემ განაცხადა, ვინმე რომ იქ [შოვში] ჩასულიყოო, ან პრემიერი, ან მედიცინის სფეროს წარმომადგენლებიო, კარგად გარუჯულმა ვაშაძემ განაცხადა, რომელსაც ფეხი არ ჩაუდგამს, თინა ბოკუჩავამ - ვიყავით მაგრამ კამერების გარეშეო.  ნაცი, კამერების გარეშე, რაჭაში, ესეც პარადოქსია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მართლაც პარადოქსების ქვეყნად ვჩებით ერთი მიმართულებით, რასაც  ოპოზიცია კადრულობს.

"პირველი - ადამიანების სიცოცხლე თქვენს მთავრობას არაფრად მიაჩნიაო - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა. პარადოქსი აღარ ჰქვია, არ მინდა, მძიმე შეფასებები გამოვიყენო. ეს რომელი ლიგიდან არის იცით, ხაზარაძეს რომ უთქვამს გუშინ, თავი დაანებეთ ადამიანების ჯიბეებში ხელის ფათურსო. 

გარეთ ახლა მიდის რამდენიმე კაციანი აქცია და ამ აქციის მთავარი ლოზუნგია არა რუსეთის აგენტებსო და ვინ იღებს იცით მონაწილეობას ამაში? ელენე ხოშტარიაა ამის ხელმძღვანელი, რუსეთის აგენტებს ებრძვის. ბატონმა ვაშაძემ განაცხადა, ვინმე რომ იქ ჩასულიყოო, ან პრემიერი, ან სხვა ვინმეო, ან მედიცინის სფეროს წარმომადგენლებიო, კარგად გარუჯულმა ვაშაძემ განაცხადა იმხანად, რომელსაც ფეხი არ ჩაუდგამს და ამას კიდევ დამატებით პარადოქსი ბოლო წუთებში დაემატა, ადგილიდან წამოიძახა თინა ბოკუჩავამ, ვიყავით მაგრამ კამერების გარეშეო.  ნაცი, კამერების გარეშე, რაჭაში, ესეც პარადოქსია, უფრო უტრირებული ამის აღმნიშვნელი არ ვიცი. 

ჯანმრთელობის პრობლემის გამო ადამიანები რომ დაგვეღუპნენ, გულის შეტევით მაგალითად, ვაშაძემ თქვა, რომ  არასწორად რომ მიდიოდა იქ სამუშაოები, ამიტომ დაიღუპნენო. რა ჰქვია ამას სახელი? რაც გაფიქრდებათ, ის ქვია, უკაცრავად, მე ვერ ვამბობ, უზრდელობაა. 

შემდეგ მისმა კოლეგამ უარესი, ამაზრზენი მესიჯი დაამატა - იქ რომ სასწრაფო მდგარიყოო, სასწრაფო მხოლოდ იქ კი არ იდგა, 24 საათი, საკუთარი თვალით რაც ვნახე და ისედაც რაც ვიცი, რიგ შემთხვევებში, ვინც მოითხოვა, ჭირისუფლების, დაზარალებული ოჯახების წევრების ჭიშკართან იდგა სასწრაფოები, მორიგეობდნენ 24 საათი. არ იციან? იციან, მაგრამ ასე ლაპარაკობენ. ამის იქით რაღა უნდა იკადრონ? ამის იქით ნაკადრები აქვთ, როცა ფიზიკურად შეეძლოთ, ახლა ფსიქოლოგიური ტერორის ეს ფორმა აქვთ არჩეული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები