შალვა პაპუაშვილი - შეუძლია, იაროს, სადაც სურს, მაგრამ რა თქმა უნდა, საქართველოს არ წარმოადგენს

შემაშფოთებელია, როცა პრეზიდენტი უხეშად და საჯაროდ არღვევს კონსტიტუციას, ეს უკვე განმეორებით ხდება. პრეზიდენტი უნდა იყოს მაგალითი კონსტიტუციისა და კანონის დაცვის, მაშინ როდესაც თავად დემონსტრაციულად არღვევს ქართველი ხალხის დაწესებულ წესებს, ამით თავის თავს კონსტიტუციის მიღმა აყენებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა სამწუხარო რეალობაა.

"ჩვენთან ადამიანს გადაადგილების უფლება გარანტირებული აქვს საქართველოს იმავე კონსტიტუციით, რომელსაც პრეზიდენტი არღვევს, მას კონსტიტუცია გადაადგილების სრულ თავისუფლებას ანიჭებს და შეუძლია, თავისუფლად გადაადგილდეს და ნებისმიერ ქვეყანაში წავიდეს. შეუძლია, იაროს, სადაც სურს, მაგრამ, რა თქმა უნდა, საქართველოს არ წარმოადგენს, რადგან მას ასეთი წარმომადგენლობის შესაბამისი მანდატი არ აქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები