უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 276 990 (+320) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 27.09.2023-მდე: ტანკები - 4675 (+3), ჯავშანტექნიკა - 8950 (+4), საარტილერიო სისტემები - 6337 (+38), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 792 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 534 (+1), თვითმფრინავები - 315 (+0), ვერტმფრენები - 316 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 4948 (+24), ფრთოსანი რაკეტები - 1529 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 20 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 8792 (+29), სპეციალური ტექნიკა - 927 (+2).