კონსერვატორიასთან საპროტესტო აქცია იმართება

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სტუდენტები, ლექტორები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები კულტურის სამინისტროს პოლიტიკას აპროტესტებენ.

"ყველა ველოდებოდით ამას, მე განსაკუთრებით, იმიტომ, რომ რაც სხვა კულტურის სფეროებში მოხდა, ყველა ველოდებოდით უკვე, რომ აქაც მოხდებოდა. ახლა უკვე საჭიროა, რომ გონება ჩავრთოთ ყველამ და ძალიან თანმიმდევრულად ვიმოქმედოთ. შევეცდებით ყველამ ერთად გადავწყვიტოთ ეს რაღაცები და ერთპიროვნული არ იყოს ეს, მთავარი ძალა აქვს ხალხს გადაბარებული.

დღევანდელი აქცია არ იქნება არც ბოლო და არც პირველი არ არის, ველოდებით ბევრ ადამიანს, ვინც შემოგვიერთდება უკვე", - განაცხადა პიანისტმა გიორგი გიგაშვილმა.

კონსერვატორიის რექტორის არჩევნებამდე 10 დღით ადრე მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლის საფუძველზე არჩევნების პროცესი შეჩერდა.

უახლესი ამბები