უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 277320 (+330) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 28.09.2023-მდე: ტანკები - 4679 (+4), ჯავშანტექნიკა - 8962 (+12), საარტილერიო სისტემები - 6375 (+38), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 793 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 535 (+1), თვითმფრინავები - 315 (+0), ვერტმფრენები - 316 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 4957 (+9), ფრთოსანი რაკეტები - 1529 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 20 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 8815 (+23), სპეციალური ტექნიკა - 929 (+2).