სტოლტენბერგი - უკრაინა ახლა უფრო ახლოს არის ნატოსთან, ვიდრე ოდესმე, მისი მომავალი ალიანსშია, ჩვენ ვმუშაობთ ამისთვის

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დღეს უკრაინა ალიანსში გაწევრიანებასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა კიევში პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე კვლავ იზრდება, ხოლო რუსეთის ფედერაციის ქმედებების მხარდაჭერა მცირდება.

მისი თქმით, უკრაინელები ოჯახებისთვის და მომავლისთვის იბრძვიან, მოსკოვი კი იმპერიული ილუზიებისთვის.

"ივლისის ვილნიუსის სამიტის შემდეგ, ჩვენ ყველა შევთანხმდით, რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანდება და სამი ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს იმისათვის, რომ ეს რეალობა ყოფილიყო", - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, პირველი გადაწყვეტილება არის უკრაინის ნატოსკენ გზის შემცირება გაწევრიანების სამოქმედო გეგმის განხორციელების მოთხოვნის გაუქმებით. მეორე არის შეთანხმება პროგრამაზე, რომლის მიხედვითაც უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულად თავსებადი გახდება ნატოს წევრი ქვეყნების ჯარებთან. მესამე, ნატოსა და უკრაინას შორის პოლიტიკური კავშირების გაძლიერება უპრეცედენტო დონეზე. საუბარია უკრაინა-ნატოს კომისიის შექმნაზე.

"ეს სამი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ უკრაინა ახლა უფრო ახლოს არის ნატოსთან, ვიდრე ოდესმე... უკრაინის მომავალი ნატოშია. ჩვენ ვმუშაობთ ამისთვის მოსამზადებლად", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ალიანსის წევრები გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად.

მსგავსი სიახლეები