უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 277 660 (+340) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 29.09.2023-მდე: ტანკები - 4687 (+8), ჯავშანტექნიკა - 8972 (+10), საარტილერიო სისტემები - 6409 (+34), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 794 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 536 (+1), თვითმფრინავები - 315 (+0), ვერტმფრენები - 316 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 4991 (+34), ფრთოსანი რაკეტები - 1529 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 20 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 8836 (+21), სპეციალური ტექნიკა - 930 (+1).