გიორგი გახარია - მართლაც მიმიძღვის მცირედი წვლილი ამ ფილმის მხარდაჭერაში, ეს ფილმი უნდა ნახოს ყველამ თბილისშიც და სოხუმშიც

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ნანა ჯანელიძის ფილმი "იარე ლიზა" ყველამ უნდა ნახოს თბილისშიც და სოხუმშიც. 

"მე მართლაც მიმიძღვის მცირედი წვლილი ამ ფილმის მხარდაჭერაში. ეს ფილმი უნდა ნახოს ყველამ თბილისშიც და სოხუმშიც. რადგან ეს არის ფილმი იმაზე, რომ მიუხედავად ბევრი შეცდომისა და მძიმე წარსულისა, ქართველები და აფხაზები, რომ არა რუსეთი, არასდროს, არასდროს არ ვესროდით ერთმანეთს", - განაცხადა გახარიამ. 

ნანა ჯანელიძის ფილმს არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. განცხადება გაავრცელა კულტურის სამინისტრომაც, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ "იარე ლიზას" გადაღება სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაპირველად 2019 წელს დაფინანსდა (300 000 ლარი), მოგვიანებით კი კინოცენტრის ხელმძღვანელის გაგა ჩხეიძის გადაწყვეტილებით კინოცენტრმა ფილმის გადაღებისთვის უკონკურსოდ გამოყო კიდევ 240 690 ლარი.

"2020 წელს, იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, უშუალო ჩარევით ფილმისთვის დამატებით, ისევ უკონკურსოდ, გამოიყო 1 200 000 ლარი. სულ ფილმის გადასაღებად იმდროინდელი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიასა და კინოცენტრის ხელმძღვანელის, გაგა ჩხეიძის, ხელშეწყობით გამოიყო 1 740 690 ლარი", - აცხადებენ სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FGakhariaGiorgi%2Fvideos%2F258314459973941%2F&show_text=false&width=476&t=0" width="476" height="476" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>