უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 279 080 (+510) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 02.10.2023-მდე: ტანკები - 4717 (+15), ჯავშანტექნიკა - 9000 (+9), საარტილერიო სისტემები - 6525 (+48), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 801 (+3).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 540 (+3), თვითმფრინავები - 316 (+0), ვერტმფრენები - 316 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 5061 (+18), ფრთოსანი რაკეტები - 1529 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 20 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 8909 (+26), სპეციალური ტექნიკა - 938 (+5).