ფოთისა და ხობის ეპარქიას ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა სტუმრობდა

ფოთისა და ხობის ეპარქიას ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი საბა სტუმრობდა.

ბრწყინვალე აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ ერთობლივი საღმრთო ლიტურგია შეასრულეს.

ლიტურგიის დასასრულს მღვდელმთავრებმა სამადლობელი სიტყვები წარმოთქვეს.

"დღეს მართლაც განსაკუთრებული სიხარული მოგვიტანა მეუფე საბამ მის სამღვდელოების წარმომადგენლებთან ერთად. ჩვენ გვქონდა პატივი, რომ აგვისტოს თვეში, მარიამობას, მეუფე საბას მიწვევით ვყოფილიყავით აშშ-ში, ერთად გვემსახურა ვაშინგტონში, ფილადელფიაში, ნიუ-იორკში, შევხვედროდით ქართველ მრევლს, სამღვდელოებას, რომლებიც დედამიწის მეორე ნახევარსფეროში ცხოვრობენ, შრომობენ, იღვწიან და ცდილობენ, ერთმანეთს გვერდში დაუდგნენ, რომ მძიმე ეტაპები ცხოვრებაში გადაატანინონ, მით უმეტეს, როდესაც ადამიანი გადახვეწილია თავისი ქვეყნიდან, რათა აქ თავიანთ ოჯახებს მიეხმარონ. ცხოვრებას ყოველთვის ახლავს მეტად ან ნაკლებად სირთულეები და უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ვისწავლოთ მათი დაძლევა. და აი, მეუფე საბა თავის სამღვდელობასთან ერთად საქართველოს ფარგლებს გარეთ, როგორც სხვა ეპარქიებში, მათ შორის ევროპაში, ძალიან დიდ შრომას ასრულებენ. დიდება და მადლობა ღმერთს და მათ, ამ განსაკუთრებული ღვაწლისთვის, რადგან ყველგან, სადაც ქართველები არიან, ცდილობენ, რომ პატარა საქართველო შექმნან და იქ მაინც განიცადონ ის, რომ ჩვენ ერთნი ვართ და ერთმანეთს სიხარული უნდა მივცეთ და არა პირიქით, სიძულვილი გავაღვივოთ, რასაც ჩვენ ვხედავთ უკანასკნელი წლების განმავლობაში. მადლობა მეუფე საბა, გითხარით კიდეც, ძალიან ძნელია ისეთი მასპინძლობა გაგიწიოთ, რაც თქვენ დაგვანახეთ თქვენი ძმური და მეგობრული მზრუნველობით. მადლობა ყველაფრისთვის", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მეუფე საბამ ერთობლივი მსახურებისთვის მეუფე გრიგოლს და სამღვდელოებას მადლობა გადაუხადა. 

მსგავსი სიახლეები