პენტაგონის ხელმძღვანელი ისრაელში ჩავიდა

პენტაგონის ხელმძღვანელი ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ისრაელში ჩავიდა, ის არაერთ შეხვედრებს გამართავს ისრაელის მაღალჩინოსნებთან, - ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

ოსტინი გახდა აშშ-ის მეორე მაღალჩინოსანი, რომელიც ისრაელს "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ ეწვია. სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი ისრაელში გუშინ ჩავიდა.

მოსალოდნელია, რომ ოსტინი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს და ისრაელის სამხედრო კაბინეტს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, პენტაგონის ხელმძღვანელი ასევე საკუთარი თვალით ნახავს, ​​თუ როგორ გამოიყენება ისრაელისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღი.

მსგავსი სიახლეები