ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც რუსეთს დიქტატურად აცხადებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც რუსეთს დიქტატურად აცხადებს და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, 2024 წელს ვლადიმერ პუტინის ამჟამინდელი ვადის ამოწურვის შემდეგ მისი პრეზიდენტობა არალეგიტიმურად აღიაროს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ასევე მოუწოდა წევრ ქვეყნებს, გაწყვიტონ ყველა სახის კონტაქტი პუტინთან, გარდა ჰუმანიტარული კონტაქტისა და მშვიდობისკენ სწრაფვისა.

რეზოლუციის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის ომი წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ დიქტატურები წარმოადგენენ საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, მათი მეზობლების ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვის.

ამასთან, ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის შექმნას, რომელიც პასუხისგებაში მისცემს რუსეთის ხელმძღვანელობას, მათ შორის, პუტინს, უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის.

2020 წლის ივლისში რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა პუტინს 2036 წლამდე პოტენციურად პრეზიდენტად დარჩენის საშუალება მისცა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები