პარლამენტის ბიურომ 17-20 ოქტომბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა

17-20 ოქტომბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგის განსახილველ საკითხებს დაემატა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პრეზიდენტის − სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისა და კენჭისყრის ვადის განსაზღვრის თაობაზე“. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის დადგენილების პროექტზე მომხსენებელია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, პარლამენტში შემოსულია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მერაბ ტურავას მიერ წარმოდგენილი  საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2023 წლის 16 ოქტომბრის დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე.

მიმდინარე  სასესიო კვირის დღის წესრიგს კიდევ რამდენიმე საკითხი დაემატა, მათ შორის მეორე მოსმენით განსახილველი კანონპროექტები: „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და  „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. ასევე პირველი მოსმენით განსახილველი კანონპროექტები: „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ამნისტიის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

დღის წესრიგს ასევე დაემატა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფი“ თავისუფალი ტრიბუნა.

ბიურომ საორგანიზაციო საკითხებიც განიხილა. ბიურომ კომიტეტების მომართვის საფუძველზე, რამდენიმე კანონპროექტის განხილვის ვადების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები