გიორგი სავანელი - წავალ, ოღონდ სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვაზე

რეჟისორი გიორგი სავანელი ე.წ. "ტრენინგების საქმეზე" სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს, - ამის შესახებ სავანელი სოციალურ ქსელში წერს.

"დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია და აი, დღეს ბატონმა სუსმა დილის ძილი დამიფრთხო. უწყება მაახლეს და როგორც უკვე ველოდი(თ), გამოკითხვაზე დამიბარეს ე.წ. "ტრენინგების საქმეზე“, რომელიც USAID-ის ორგანიზებით კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩატარდა, სამოქალაქო აქტივიზმის თემაზე და რომელში მეც ვმონაწილეობდი, როგორც ერთ-ერთი "გადამტრიალებელი".

წავალ რა თქმა უნდა, ჯერ ერთი კანონი მოითხოვს, ოღონდ სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვაზე; და მეორე, მეც ხომ მინდა გავიგო ბოლოს და ბოლოს, იქნებ მართლა "გადატრიალებას“ ან „რევოლუციას “ ვაწყობდი იქ ყოფნით და თვითონაც არ ვიცი.

ან, იქნებ უკვე მოვაწყვეთ და მაგასაც ვერ ვხვდები.

ოი, "გასპაძინ“ სუს, როგორ არ გეზარებათ მაინც ეს ამაო ჩალიჩი?.. არა და რამდენი რამაა ამ სახელმწიფოში გასაკონტროლებელი და რამდენი ანტისახელმწიფოებრივი ჩანერგილი მავნებელია გამოსავლენი, კრემლისტანის ინტერესების გავლენის შესამცირებლად მაინც... ხოლო თქვენ ჩემთან "პაემანი“ გირჩევნიათ... მადლობელი ვარ, პატივად ჩავთვლიდი, რომ ვიცოდე მაინც ოდნავ საინტერესო საუბარი მელოდება თქვენს გამოკითხვაზე.

რაც არის ეს არის, ერთი კითხვაღა - ვაჟა-ფშაველადან დიღმის გზატკეცილამდე საცობებისა და საგზაო კოლაფსის გათვალისწინებით რა დრო დამჭირდება მოსვლისთვის, რომ არ დავაგვიანო, ისედაც ცოტა ძაან არაპუნქტუალური ვარ, თქვენ ესეც გეცოდინებათ უკვე. 

"რევოლუციურს, ჯერ არ ნახულს, ჯერ არ გაგონილს, ვაშა ამ ახალ საქართველოს, ვაშა შენებას“ გალაკტიონი", - წერს სავანელი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fgiorgi.savaneli.5%2Fposts%2Fpfbid03211XnJQ6pAfWhf9HJYgEfd9xwfckehguKoPmFR5FsJuyWMkQZA34JNcV2jJ2xgz7l&show_text=true&width=500" width="500" height="329" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>