მეუფე გრიგოლი - გათითოკაცებული საზოგადოება ვერასდროს წარმატებას ვერ მიაღწევს, მთავარი გამაერთიანებელი უპირველესად ერთმანეთის პატივისცემა და სიყვარულია

30 წლის წინ ეს ქვეყანა, რაზეც ოცნებობდა საზოგადოება და წინაპრები, თავისუფალი სახელმწიფო გახდა, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ამ თავისუფლების მოპოვების შემდეგ ჩნდება საზოგადოებაში, მდგომარეობს იმაში, რომ არ იცის მერე როგორ გამოიყენოს, როგორც ბრმა უდაბნოშია, ასე მიაბიჯებს და ხდება შეცდომები, ტრაგიკული, საბედისწერო შეცდომებიც, მაგრამ ამის გამო ჩვენ ერთმანეთი კი არ უნდა დავხოცოთ, ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.

მიტროპოლიტმა ფოთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე, სადღესასწაულო ქადაგებისას დედაშვილობაზე და მშობლების მიმართ პატივისცემაზე ისაუბრა.

"ჩვენ შვილებს ვასწავლით მშობლების პატივისცემას, მაგრამ ვხედავთ, რომ არცთუ იშვიათად მშობლების პატივს არ სცემენ, აღარ ვიტყვი, რომ საშინელი დანაშაულებიც კი ხდება, როცა ხელყოფენ მშობლის სიცოცხლეს, რატომ ხდება ასე? მგონია, უფრო იმიტომ, რომ უფროსები მაგალითს ვერ აძლევენ უმცროსებს ამ ურთიერთობისას, სიტყვაზე უფრო ძლიერი ზემოქმედების მქონე არის ცოცხალი მაგალითი და ჩვენ ჩვენ შვილებს ცოცხალი მაგალითი უნდა მივცეთ მშობლების სიყვარულისა, ღმერთის სიყვარულისა, ადამიანის სიყვარულისა. ადამიანი როცა სიძულვილს გულში ატარებს, ის ეშმაკს ემოწაფება, რადგან სიძულვილის, სიბოროტის, ამპარტავნების და ყოველგვარი უკეთურობის მამა არის ეშმაკი.

თავისთავად გვკარნახობს მაცხოვრისა და ქალწული მარიამის დედაშვილობის მადლი, რომ ამ საკითხებზე ვიფიქროთ. ეს თემა დღესაც ძალიან აქტუალურია, რადგან სადაც დედაშვილობის მადლი დაიკარგება და ჩაქრება, იქ საზოგადოება გადაგვარდება. ხანდახან ჩვენ ვხედავთ ცხოველებშიც კი იმხელა პოტენციალს სითბოსი, სიყვარულისა და ერთგულებისა, რაც შეიძლება ადამიანებში ნაკლებად შეგვხვდეს.

ყველაფერს თავის დანიშნულება აქვს, ეს სამყარო ჩვენთვის შეიქმნა და ამას მოფრთხილება სჭირდება. ამ სამყაროში ჩვენ გვარგუნა განგებამ ეს ტერიტორია, სადაც ვცხოვრობთ, სადაც განვლო ჩვენთა წინაპართა ისტორიამ და ვეცადოთ, რომ ამ ისტორიაში ჩავიხედოთ, ვისწავლოთ და ჩვენ შვილებსაც ვასწავლოთ, ოღონდ სწორად ვასწავლოთ. ისტორია არის კაცობრიობის განვითარების მთელი ხაზი და მათ შორის ქართველი ერისა, რომელსაც აქვს თავისი კულტურა, ტრადიცია, ხელოვნება. კულტურული ერი ვართ, მაგრამ კულტურული ერი თუ თავის დანიშნულებას არ ასრულებს, ის თავის ფუნქციას კარგავს. მცირერიცხოვანი ქვეყანაა საქართველო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. სამყარო მრავალი ფერით არის შემკობილი და ამ მრავალ ფერში საქართველო და ქართველი ერი ერთ-ერთი ულამაზესი და გამორჩეულია. ეს უნდა გვახსოვდეს და არ უნდა შეურაცხყო საკუთარი ხალხი და ქვეყანა. უშეცდომო არავინ არსებობს სამყაროში, არც სამოთხე არსებობს დედამიწაზე, სადაც არ უნდა ვიყოთ ყველგან კარგია, მაგრამ ყველაზე კარგი შენთან არის. ცხოვრება ასეთია, მთავარია სწორი ორიენტირი გქონდეს, რომ სწორად დაუპირისპირდე და გაუმკლავდე იმ სირთულეებს, რომელიც ახლავს ცხოვრებას, სხვა შემთხვევაში ვერ გადარჩები, ვერ გაუძლებ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც აღმოჩნდები.

გახსოვდეთ, ჩვენ ცოცხალი ღმერთის თაყვანისმცემლები ვართ, არსებობს საფრთხეები, როდესაც ადამიანმა შეიძლება ცოცხალი ღმერთი აქციოს კერპად თავისი არასწორი მიმართებით ღმერთთან და რწმენასთან. ღმერთი სულია და სულს სულით უნდა ვცეთ თაყვანი. ცოცხალი ღმერთი რომ გავიწყდება, იქ ადამიანის პატივისცემა გეკარგება და მერე უკვე კაცი კაცისათვის მგელია. ასე იქცევა ადამიანი სასტიკ, დაუნდობელ ცხოველად მეორე ადამიანისათვის და ეს ფაქტობრივად, ერს როგორც კულტურულ ფენომენს, გადაშენებას უქადის. ჩვენ ასეთი განსაცდელების წინაშე ვდგავართ დღეს.

30 წლის წინ ეს ქვეყანა, რაზეც ოცნებობდა საზოგადოება და წინაპრები, თავისუფალი სახელმწიფო გახდა, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ამ თავისუფლების მოპოვების შემდეგ ჩნდება საზოგადოებაში, მდგომარეობს იმაში, რომ არ იცის მერე როგორ გამოიყენოს, როგორც ბრმა უდაბნოშია, ასე მიაბიჯებს და ხდება შეცდომები, ტრაგიკული, საბედისწერო შეცდომებიც, მაგრამ ამის გამო ჩვენ ერთმანეთი კი არ უნდა დავხოცოთ, ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ. გათითოკაცებული საზოგადოება ვერასდროს წარმატებას ვერ მიაღწევს, მთავარი გამაერთიანებელი ჩვენი, ადამიანების არის ის უნარ-თვისებები, რომელიც მაცხოვრისგან უნდა ვისწავლოთ და უპირველესად ერთმანეთის პატივისცემა და სიყვარული. შეიძლება არ მოგვეწონოს, ადამიანს შენიშვნა მივცეთ, მაგრამ უმეტესად ილოცე მისთვის, არ დასახო, რომ მტერია, თორემ თუ მტრად ჩათვალე, მტერს ანადგურებენ და როცა ასეთი პროცესი ვითარდება ერში, ის ადგას თვითგანადგურების გზას - როცა ერთმანეთს სპობს, ის თავის თავს სპობს ფაქტიურად. არადა, ჩვენ რას ვამბობთ - საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია, მაგრამ ჩვენს გარეშე ღვთისმშობელი არაფერს იზამს. ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც აღამაღლებს ყოველგვარ ქვენა გრძნობებზე", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.     

მსგავსი სიახლეები