იუსოვი - უკრაინელები თავშეკავებულად უნდა რეაგირებდნენ პუტინის სავარაუდო გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ჭორებზე

უკრაინელები თავშეკავებულად უნდა რეაგირებდნენ რუსი დიქტატორის ვლადიმერ პუტინის სავარაუდო გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ჭორებზე, რომლებიც ინტერნეტში გამოჩნდა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

"თუ ვსაუბრობთ ჭორებზე პუტინის გარდაცვალების შესახებ, ეს არის რამდენიმე ანონიმური ტელეგრამის არხი, რომელიც ავრცელებს ინფორმაციას. შემდეგ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, ვინ სარგებლობს ამით. უკრაინელებმა ამაზე თავშეკავებული რეაგირება უნდა მოახდინონ", - განაცხადა იუსოვმა.

მისი თქმით, ყველას სურს, რომ მსგავსი ამბავი რაც შეიძლება მალე გამოჩნდეს, მაგრამ "არა ანონიმური Telegram არხებიდან შეიტყონ“.

დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის თქმით, ასეთი ინფორმაცია ხელოვნურია.

26 ოქტომბერს, საღამოს, ტელეგრამის არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი გარდაიცვალა. დღეს, 27 ოქტომბერს, კრემლის ხელმძღვანელი უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები