იუსტიციის სახლთან ფერეიდნელი ქართველების აქცია გაიმართა

იუსტიციის სახლთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა. ფერეიდნელი ქართველები სახელმწიფოსგან ბინადრობის უფლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, რამდენიმე წელია, საქართველოში ცხოვრობენ და მუშაობენ, თუმცა არაერთი თხოვნის მიუხედავად, ბინადრობის უფლებას ვერ იღებენ.

ისინი ხელისუფლებას მათი უფლებების დარღვევასა და დისკრიმინაციულ მიდგომაში ადანაშაულებენ.

"დღეს ფერეიდნელმა ქართველებმა ჩაატარეს აქცია იუსტიციის სახლთან. დაახლოებით 2 წელია, ფერეიდნელებს არათუ მოქალაქეობაზე, არამედ უარს ეუბნებიან თანამემამულეობის სტატუსსა და ბინადრობის უფლებაზე. ეს იმ ფონზე, როდესაც ბინადრობის უფლებით უპრობლემოდ სარგებლობს სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი. დღეს ამ პრობლემასთან დაკავშირებით მოვითხოვეთ შეხვედრა, სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობათან. როგორც იუსტიციის სახლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება", - წერს ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fztomaradze%2Fposts%2Fpfbid02FGqcjRP25JWpFQctW8Hsz93qbYf9BccQbQ37wU5gct1D1b9FfCPASwfTnm8T64dil&show_text=true&width=500" width="500" height="621" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>