ოსტინი - არ მივცემთ უფლებას "ჰამასს" ან პუტინს, რომ გაიმარჯვონ

თუ შეერთებული შტატები ახლა საბოლოოდ შეწყვეტს უკრაინის იარაღით მხარდაჭერას, რუსეთი მოიგებს ომს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, სადაც განიხილავენ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოთხოვნას 106 მილიარდი დოლარის დახმარებაზე უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის უსაფრთხოების საჭიროებებისთვის.

"როგორც ისრაელში, ასევე უკრაინაში დემოკრატიები ებრძვიან დაუნდობელ მტრებს, რომლებსაც სურთ მათი განადგურება. ჩვენ არ მივცემთ უფლებას "ჰამასს" ან პუტინს გაიმარჯვოს. მე შემიძლია გარანტიის მოცემა, რომ ჩვენი მხარდაჭერის გარეშე, პუტინი წარმატებას მიაღწევს, თუ ჩვენ მხარდაჭერას შევწყვეტთ, პუტინი მხოლოდ გაძლიერდება და ის მიაღწევს წარმატებას იმაში, რაც სურს", - განაცხადა ოსტინმა.

მისივე თქმით, გლობალური უსაფრთხოება მრავალი წლის განმავლობაში დიდწილად იქნება დამოკიდებული უკრაინისა და ისრაელის ომების შედეგზე. მისივე თქმით, მხოლოდ "ამერიკის სტაბილურ ხელმძღვანელობას" შეუძლია უზრუნველყოს, რომ "ტირანები, ავაზაკები და ტერორისტები ყველგან" არ იქნებიან გათამამებული ისე, რომ მეტი აგრესია ჩაიდინონ.

ამ მოსაზრებას დაეთანხმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიყოს 106 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი ცალკე პაკეტებად უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის.

"თუ ჩვენ დავიწყებთ ამ პაკეტის დანაწილებას, ისინი (მოსკოვი და თეირანი) დაინახავენ ამას, მიხვდებიან, რომ ჩვენ სისულელეებს ვაკეთებთ და ისინი სულ უფრო მეტად დაიწყებენ თანამშრომლობას და უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნიან ჩვენს უსაფრთხოებას, ასევე ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებას“, - განაცხადა ბლინკენმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები