კახა კალაძე - არავის მივცემთ შესაძლებლობას, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენი ხალხი და ქვეყანა გამოყენებული იქნეს საზარბაზნე ხორცად

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის პარტნიორობისთვის, თუმცა მეგობრობა უნდა იყოს არა ცალმხრივი, არამედ ორმხრივი.

"როდესაც გადაწყვეტილება მიიღეს სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტება ვერაფერი მოძებნეს, არ იცოდნენ, რა უნდა ეთქვათ. ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური მოტივებით განპირობებული და ამ ყველაფრის უკან იდგა ქვეყანაში გადატრიალების, ხელისუფლების დამხობის მიზანი. გამოვიდნენ, ხალხს უთხრეს, რომ იცით, თქვენ კარგი ხალხი ხართ, სტატუსს იმსახურებთ, მაგრამ აი, ხელისუფლება გყავთ ცუდი. ამით უნდოდათ ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია მოეწყოთ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ქართველი ხალხი გონიერია, ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და არავის მივცემთ შესაძლებლობას, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენი ხალხი და ქვეყანა გამოყენებული იქნეს საზარბაზნე ხორცად. ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, არ გვეშლება ეს, თუმცა ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი. ცალმხრივად ვერ იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი სახელმწიფოს მტრობს.

"პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი პირდაპირ მტრობს ჩვენს სახელმწიფოს. მტრობს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ქართველ ხალხს. მესმის მათ ჰყავთ პატრონები, აქვთ ინტერესები, რომელშიც საქართველო, რა თქმა უნდა, არ შედის. ისინი არც საქართველოს ეკუთვნიან, არც თავიანთ თავს. მათ აქვთ კონკრეტული დავალება, როგორც აგენტურას. ამიტომ, არავის არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში რაიმე არეულობა მოაწყოს და დაძაბულობა შემოიტანოს. ჩვენ დღეს გვჭირდება მშვიდობა, ხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში. დღეს, ისე, როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სიმშვიდის შენარჩუნება და ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია, არის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები