ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში, რამდენიმე ქუჩაზე საცხოვრებელი სახლები და ეზოები დატბორა.

ასევე, გაპონოვის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. ნგრევის დროს ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ.

ძლიერმა ნალექმა პრობლემები დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის და იუსტიციის სახლის შენობებსაც შეუქმნა.

ძლიერი წვიმის შედეგად იუსტიციის სახლში ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის გამოც თანამშრომლები მომხმარებლებს შესაბამის მომსახურებას ეზოში არსებული ე.წ. მობილური ავტომობილებიდან უწევენ.

წყალში დგას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შენობასთანაც. ადგილზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული და წყლის ნაკადის სანიაღვრე ქსელში გადაქაჩვა მიმდინარეობს.