წყალტუბოს მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გაზეთ "ახალი წყალტუბოს" რედაქტორს 80 წლის იუბილე მიულოცეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა გაზეთ "ახალი წყალტუბოს" რედაქტორს მურთაზ კანკაძეს 80 წლის იუბილე მიულოცეს.

მურთაზ კანკაძე არის საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, სერგეი მესხის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნული აკადემიის წევრი, ოთხი პოეტური კრებულის ავტორი, გაზეთ "ახალი წყალტუბოს" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, წყალტუბოს საპატიო მოქალაქე.

ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა წყალტუბოში ერთადერთი ბეჭდური ორგანოს - გაზეთ "ახალი წყალტუბოს" რედაქტორს შემოქმედებით წარმატებები, ჯანმრთელობა და სულიერი მხნეობა უსურვეს, ასევე სიმბოლური საჩუქარი გადასცეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები