გიორგი ვაშაძე - ეს მეტყველებს იმაზე, თუ როგორ გარემოში მოგვიწევს წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მათი კონსულტანტის, ბრიტანეთის მოქალაქე ბენ მალეტის საქართველოში არშემოშვებას ეხმაურება.

"ქართული ოცნება" ისეთ პანიკაშია, რომ ჩვენი და "ნაციონალური მოძრაობის" ამერიკული საკონსულტაციო ჯგუფის კონსულტანტი, ბრიტანეთის მოქალაქე ბენ მალეტი საქართველოში არ შემოუშვეს.

ბენი, რომელიც გასულ კვირას უკვე იმყოფებოდა საქართველოში, გაურკვეველი მიზეზით, სუსის დავალებით გააბრუნეს ქვეყნიდან.

ეს მეტყველებს იმაზე, თუ როგორ გარემოში მოგვიწევს წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება, ეს მეტყველებს იმაზე, რომ "ქართული ოცნება" არ აპირებს რეკომენდაციის გათვალისწინებას, რაც არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას გულისხმობს.

ეს არის რუსული რეჟიმის რეპრესიების მცდელობა და პანიკა. მათ ეშინიათ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების, რადგან იციან, რომ მათი რეჟიმის დასასრული სულ უფრო ახლოვდება!" - წერს ვაშაძე. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები