კახა კალაძე - "ქართული ოცნებაა“ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც 2024 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანას შესაძლოა, კოალიციური მთავრობა მართავდეს.

მისი შეფასებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მსგავს განცხადებებს აკეთებენ, რეალობას მოწყვეტილები არიან.

"გაუგებარია რა კოალიციურ მთავრობაზეა საუბარი. ამ ადამიანების განცხადებები, რომლებიც დღეს რადიკალურ ფრთას წარმოადგენენ, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, რეალობას მოწყვეტილები არიან, ვერ გრძნობენ, რა ხდება ქვეყანაში და ხალხს რა დამოკიდებულება აქვთ მათ მიმართ. "ქართული ოცნებაა“ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც გაიმარჯვებს და კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები