სტოლტენბერგი - რუსეთი ეძებს ალტერნატივებს, ეს აჩვენებს უკრაინელების მიღწევებს

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და არ ვიღებთ, რომ სეპარატისტული ტერიტორიები გამოყენებული იყოს რუსეთის მიერ სამხედრო ბაზების მოსაწყობად, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

"ეს კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ცხადყოფს, თუ რამდენად შორს წასასვლელად არის რუსეთი მზად უკრაინაში სამხედრო მიზნების მისაღწევად.

ასევე ცხადყოფს, რომ ისინი, ფაქტობრივად, გადაყვანილი არიან თავდაცვის რეჟიმზე, რადგან უკრაინელები წარმატებით ახორციელებენ შეტევებს საზღვაო ობიექტებზე ყირიმში, შესაბამისად, რუსეთი ეძებს ალტერნატივებს. ეს აჩვენებს უკრაინელების მიღწევებს რუსულ ფრონტზე თავდასხმაში", - განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები