ბაიდენი - ის დიქტატორია იმ გაგებით, რომ კომუნისტურ ქვეყანას მართავს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან მოლაპარაკებიდან რამდენიმე საათში მას კვლავ დიქტატორი უწოდა.

პრესკონფერენციაზე, რომელიც სან-ფრანცისკოში ამერიკელ და ჩინელ ლიდერებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ გაიმართა, ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, გააგრძელებს თუ არა სი ძინპინის, როგორც დიქტატორის დახასიათებას, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა - "ის დიქტატორია იმ გაგებით, რომ მართავს კომუნისტურ ქვეყანას. ჩინეთის მთავრობა სრულიად განსხვავდება ჩვენგან".

ჯო ბაიდენი და სი ძინპინი ერთმანეთს სან-ფრანცისკოში შეხვდნენ. ჩინეთის ლიდერისთვის ეს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ამერიკაში პირველი ვიზიტი იყო.

პრეზიდენტები შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის სამხედრო თანამშრომლობის განახლებაზე, განიხილეს უკრაინის ომი, ტაივანის საკითხები, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა და რიგი სხვა საკითხები.

ამერიკის პრეზიდენტმა ამ მოლაპარაკებებს "ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული" უწოდა.