ბორჯომის ცენტრალურ პარკში ჩეხი ექიმის და საზოგადო მოღვაწის იან (ივანე) პრიბილის მემორიალური დაფა გაიხსნა

ჩეხეთის სათვისტომოს ინიციატივითა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის და ჩეხეთის საელჩოს ორგანიზებით, ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში, ჩეხი ექიმის და საზოგადო მოღვაწის იან (ივანე) პრიბილის მემორიალური დაფა გაიხსნა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიას, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, ჩეხეთის რესპუბლიკის ახალი ელჩი საქართველოში პეტრ კუბერნატი, სათვისტომოს წარმომადგენლები, იან (ივანე) პრიბილის შთამოვალი და საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.

ბორჯომის მერის ოთარ არბოლიშვილის განცხადებით, იან (ივანე) პრიბილის სახელი უკავშირდება XIX საუკუნეში თბილისში, ისნის რაიონში, პირველი სამხედრო ჰოსპიტლის მშენებლობას და კურორტოლოგიის დარგის განვითარებას. იან პრიბილმა საქართველოში 50 წელზე მეტი იცხოვრა, შეისწავლა ქართული ენა და ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას.

"ბორჯომის პარკში გავხსენით დამსახურებული და ცნობილი ჩეხი ექიმის იან პრიბილის მემორიალური დაფა. იან პრიბილის სახელს უკავშირდება ქართული კურორტოლოგიის ჩამოყალიბება და პირველი სამხედრო ჰოსპიტლის დაარსება. მან დიდი წვლილი შეიტანა ბორჯომის ბალნეოლოგიის განვითარებაში", - განაცხადა ბორჯომის მერმა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა პეტრ კუბერნატმა და საზოგადოების წევრებმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და იან (ივანე) პრიბილის ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ ისაუბრეს.

ღონისძიების დასასრულს ოთარ არბოლიშვილმა და პეტრ კუბერნატმა საზეიმოდ გახსნეს იან პრიბილის მემორიალური დაფა.

ივანე პრობილი იყო მედიცინის დოქტორი, ქირურგი. მან განათლება ჯერ პრაღაში და შემდეგ ვენაში მიიღო, ამის შემდეგ სამუშაოდ რუსეთში გაემგზავრა, საიდანაც საქართველოში გამოაგზავნეს ერთ-ერთი პოლკის ექიმად. ივან პრიბილის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოს ბალნეო-კლიმატურ (ახტალა, ბორჯომი, აბასთუმანი) სიმდიდრეთა ათვისება. მან ჩაუყარა საფუძველი ქართულ კურორტოლოგიას. მანვე დააარსა თბილისში პირველი სამხედრო ჰოსპიტალი, რომლის მთავარი ექიმიც თავად იყო, იყო კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისა და პეტერბურგის ექიმთა საზოგადოების საპატიო წევრი, შავი ჭირისა და ქოლერის წინააღმდეგ ბრძოლის კომისიის თავმჯდომარე.

მსგავსი სიახლეები