მაიკლ ფრენდო - ჩვენი რეკომენდაციები გახლავთ მინიშნებები, ასევე წითელი ხაზებიც არის მოცემული, თუმცა როგორ აირჩევს საქართველო შესრულების გზებს, ეს მისი გადასაწყვეტია

ვენეციის კომისია მზად არის, კიდევ ერთხელ ყველანაირად დაუჭიროს მხარი საქართველოს ევროკავშირის გზაზე, – ამის შესახებ ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ ფრენდომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებს საქართველოში ვიზიტისას ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდათ, რა დროსაც კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

"ვისაუბრეთ რეკომენდაციებზე, რომლებსაც ვენეციის კომისია გამოსცემს და მათ შესრულებაზე. ეს რეკომენდაციები გახლავთ მინიშნებები, ასევე წითელი ხაზებიც არის მოცემული, თუმცა როგორ აირჩევს საქართველო რეკომენდაციების შესრულების გზებს, ეს მისი გადასაწყვეტია.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია, ჩვენ ვართ ექსპერტების ჯგუფი და ჩვენი დანიშნულება არ არის, ვუკარნახოთ, რა უნდა გაკეთდეს, არამედ დიალოგის გზით, საქართველოსთან ერთად ვიმოგზაუროთ ამ გზაზე. ყველა საუბარში, რომელიც გვქონდა პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან, აღვნიშნეთ ჩვენი მილოცვა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული დადებითი დასკვნის გამო. ვენეციის კომისია არის ევროსაბჭოს შემადგენელი ორგანო, მაგრამ ევროკავშირი ხშირად უთითებს ხოლმე ვენეციის კომისიის დასკვნაზე და ვენეციის კომისია მზად არის, კიდევ ერთხელ ყველანაირად დაუჭიროს მხარი საქართველოს თავისი კონსულტაციით, მოსაზრებებით ახალ გზაზე, რომელიც აირჩია ევროკავშირისკენ“, – განაცხადა მაიკლ ფრენდომ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები