სტოლტენბერგი - აშშ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას, ეს მისი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია

ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის დახმარებას, ეს მისი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარეობს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

გენერალურ მდივანს ჰკითხეს ამერიკის მიერ უკრაინის დახმარებაზე და ამ საკითხზე აშშ-ის კონგრესში დებატებზე.

სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოკავშირემ გააგრძელოს იმ გადაწყვეტილებების დაცვა, რომლებიც ერთობლივად იქნა მიღებული ვილნიუსის სამიტზე.

"ყველა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, ნატოს ყველა მოკავშირე დაჰპირდა უკრაინის მხარდაჭერას არა მხოლოდ იმიტომ, რომ პრეზიდენტ პუტინის გამარჯვება უკრაინელებისთვის ტრაგედია იქნებოდა, არამედ იმიტომაც, რომ ეს საშიში იქნებოდა ჩვენთვის“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, როდესაც ავტორიტარული ლიდერები გამოიყენებენ სამხედრო ძალას, როდესაც ისინი არღვევენ საერთაშორისო კანონს, როდესაც ისინი შეიჭრებიან სხვა ქვეყანაში, მიიღებენ იმას, რაც სურთ, ეს გახდის მსოფლიოს უფრო საშიშს და ნატოს წევრებს დაუცველს.

სტოლტენბერგის თქმით, ნატოს ყველა მოკავშირის, მათ შორის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში შედის, რომ პუტინმა უკრაინაში არ გაიმარჯვოს.

"და ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან აღნიშნა გერმანიის ქმედებები, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ გააკეთა ახალი მნიშვნელოვანი განცხადებები უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდის შესახებ.

"სხვა მოკავშირეებმა ასევე გამოაცხადეს დამატებითი მხარდაჭერა, ამიტომ მიმაჩნია, რომ დახმარების ზრდა გაგრძელდება", - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები