მამუკა მდინარაძე - ეს არის გზავნილი ქალბატონი სალომეს მხრიდან, რომ ის ბოლომდე ჩაერთო "ნაცების" მესიჯბოქსში

სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჰგავს გაბოროტებული ადამიანის განცხადებას იმ ადამიანის მიმართ, ვინც ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა მის გაპრეზიდენტებაში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ჩაერთო „ნაცების“ ყველაზე მდაბიო, გაბოროტებულ მესიჯბოქსში.

"ეს არის გზავნილი ქალბატონი სალომეს მხრიდან, რომ ის ბოლომდე ჩაერთო „ნაცების“ მესიჯბოქსში. სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჰგავს გაბოროტებული ადამიანის განცხადებას, განსაკუთრებით იმ ადამიანის მიმართ, ვინც განსაკუთრებული როლი ითამაშა მის გაპრეზიდენტებაში. მგონია, რომ ამ დროს ადამიანს ცოტა უხერხულობა მაინც უნდა აკავებდეს. სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში ბიძინა ივანიშვილმა მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი როლი ითამაშა. ამის მიუხედავად, „ნაცებს“ რაც აქვთ ყველაზე მდაბიო მესიჯბოქსი პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ამ გაბოროტებულ მესიჯბოქსში ჩაერთო სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები