თინა ბოკუჩავა - მოვითხოვთ, ჩაუტარდეს მგალობლიშვილს შემოწმება ალკოჰოლურ თრობაზე და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები თინა ბოკუჩავა და ანა წითლიძე პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარის შემდეგ, ოცნების დეპუტატის ლევან მგალობლიშვილის ალკოჰოლურ ტესტზე შემოწმებას ითხოვენ. ამის შესახებ დეპუტატებმა გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა თავდასხმები „რუსული ოცნების“ კაცი დეპუტატების მხრიდან ქალი ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ. ქალი ოპოზიციური დეპუტატები რომლებიც უკომპრომისოდ იბრძვიან ჩვენი ქვეყნის ევროპული, დემოკრატიული მომავლისთვის, მუდმივად ხდებიან ამორალური, უხამსი თავდასხმების სამიზნე „რუსული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან. 

დღეს ამგვარ თავდამსხმელად მოგვევლინა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ლევან მგალობლიშვილი, რომლის მხრიდანაც არასდროს გაგვიგია საპარლამენტო დებატებისას საქართველოს საჭირბოროტო საკითხებზე პოზიცია, მაგრამ დღეს გავიგეთ, რომ ძალიან კარგად სცოდნია უხამსი, ამორალური თავდასხმის, გინების გამოყენება საპარლამენტო სხდომათა დარბაზში.

მოვითხოვთ დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს ამ დეპუტატს შესაბამისი შემოწმება, რომ დადასტურდეს, რომ ის არღვევს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს და კანონმდებლობას და ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში იმყოფება პლენარულ სხდომათა დარბაზში, სადაც იყენებს უხამს გამონათქვამებს დეპუტატების წინაშე და დადგეს ამ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი. ამ მოთხოვნით მივმართავთ, მათ შორის, პირადად, გია ვოლსკის, რომელიც დღეს არის თავმჯდომარის როლში პარლამენტის სხდომაზე", - განაცხადა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები