ანა წითლიძე - ვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ შეამოწმონ ალკოჰოლურ ტესტზე, იმიტომ რომ ეს ადამიანი არ იყო ფხიზელი

ვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ შეამოწმონ ეს ადამიანი ალკოჰოლური ტესტზე, იმიტომ, რომ ეს ადამიანი არ იყო ფხიზელი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ანა წითლიძემ "ქართული ოცნების" დეპუტატ ლევან მგალობლიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

"მე მინდა მივმართო "ქართული ოცნების" ლაჩარ კაც დეპუტატებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ პოლიტიკოს ქალებსაც ასე შეუძლიათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დღეს ჩვენ ვნახეთ მცდელობა იმის, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა ჩვენთვის, რომ ამით ვინმეს შეაშინებენ და ამით უკან დახევენ, ამით მხოლოდ აჩვენებენ თავის სისუსტეს და როცა პასუხები არ აქვთ, გადადიან ამაზე. აჩვენებენ იმას, რომ არიან სრულ ისტერიკაში.

თუ ეს არის ნამდვილად პარლამენტი, ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოს ვოლსკიმ, არის ის, რომ დაუწესოს სანქცია ბატონ მგალობლიშვილს იმასთან დაკავშირებით, რაც იკადრა დარბაზში. ასევე, ვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ შეამოწმონ ეს ადამიანი ალკოჰოლურ ტესტზე, იმიტომ რომ ეს ადამიანი არ იყო ფხიზელი", - განაცხადა წითლიძემ.

დღეს მინისტრის საათის ფარგლებში იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის მოსმენისას დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც მგალობლიშვილმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თინა ბოკუჩავას, შემდეგ კი ანა წითლიძეს მიკროფონი მოუქნია. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები