პუტინი - 2014 წლამდე ვერც ვიფიქრებდი, რომ რუსეთს და უკრაინას შორის ასეთი კონფლიქტი იქნებოდა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, 2014 წლამდე "ვერც წარმოიდგენდა", რომ რუსეთსა და უკრაინის შორის კონფლიქტი იქნებოდა.

"ბევრი ადამიანი არის ზრდასრული, წიგნიერი, მცოდნე, ნიჭიერი, რა თქმა უნდა, ისინი საკუთარ საქმეს აკეთებენ და ბევრი მათგანი, ისევე როგორც მე - 2014 წლამდე - ვერც გაიფიქრებდა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ასეთი კონფლიქტი იქნებოდა. ეს რომ ვინმეს ეთქვა 2014 წლამდე, მე ვეტყოდი: "გაგიჟდი?", - განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, "ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი პოზიცია, საკუთარი თვალსაზრისი“ და "უნდა ვუყუროთ საქმეებს და არა ქმედებებს", თუმცა თუ ეს ქმედებები მიზნად ისახავს საკუთარი ქვეყნისთვის ზიანის მიყენებას, ეს არის „ერთი ამბავი“ და თუ ეს მხოლოდ სიტუაციის შეფასებაა, მაშინ სხვა ამბავია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები