ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ, პალესტინამ უნდა მოიპოვოს სრული დამოუკიდებლობა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლად, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
"პალესტინელი ხალხი იმსახურებს საკუთარ სახელმწიფოს და მომავალს "ჰამასისგან" თავისუფალს. გადაწყვეტილება ორი სახელმწიფოსთვის - ორი ხალხი, რომლებიც ცხოვრობენ გვერდიგვერდ თანაბარი თავისუფლებით, შესაძლებლობებით და ღირსებით - არის ის, სადაც მშვიდობის გზამ უნდა მიგვიყვანოს", - განაცხადა ბაიდენმა.
ამერიკელმა ლიდერმა გამოთქვა რწმენა, რომ ეს არის "ერთადერთი გზა" ისრაელელების და პალესტინელებისთვის სტაბილური მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
ბაიდენის თქმით, როდესაც ისრაელი დაასრულებს "ჰამასის" დაჯგუფებას, დასავლეთ სანაპირო და ღაზას სექტორი უნდა გაერთიანდეს განახლებული პალესტინის მმართველობის ქვეშ. მან ასევე მოუწოდა ყველა მხარეს, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩაერთონ ორი სახელმწიფოს პრობლემის გადაწყვეტაში.
"ღაზა აღარასოდეს არ უნდა იქნეს გამოყენებული ტერორიზმის პლატფორმად...
არ უნდა მოხდეს პალესტინელების იძულებითი გადაადგილება ღაზიდან, არ უნდა მოხდეს ხელახალი ოკუპაცია, ალყა ან ბლოკადა და ტერიტორიის შემცირება. (...) დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების მიმართ ექსტრემისტული ძალადობა უნდა დასრულდეს და ძალადობის დამნაშავეები უნდა დაისაჯონ", - განაცხადა ბაიდენმა.