ლევან ბეჟაშვილი - ადამიანები, რომლებიც ხელს არ მოაწერენ მანიფესტს, პარტიის მიღმა დააყენებენ თავს

მიხეილ სააკაშვილი არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ბუნებრივია, პარტიის ერთიანობასთან დაკავშირებით მისი ინიციატივა მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

"სააკაშვილმა აიღო პასუხისმგებლობა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისა და პარტიის გაერთიანების თაობაზე. ამიტომ, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც აქ გაჟღერდება პარტიის ერთიანობის თვალსაზრისით, ყველა მხარისთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ერთიანობისადმი მიდრეკილებით არ გამოირჩეოდნენ.

ის ადამიანები, რომლებიც არ მოაწერენ ხელს მანიფესტს, ბუნებრივია, თავის თავს პარტიის მიღმა აყენებენ. ამიტომ ჩვენ ერთიანობაში ვგულისხმობთ ყველა ადამიანს, ვინც მანიფესტს შეუერთდება და საერთო სტრატეგიის ფარგლებში გააგრძელებს ბრძოლას გამარჯვებისთვის“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები