ზელენსკი - აშშ-დან არის თავდაცვის ახალი პაკეტი, იქნება მეტი არტილერია, რომელიც სწორედ ახლაა საჭირო

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო.

მისივე თქმით, პენტაგონის ხელმძღვანელთან ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას განიხილეს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და მისი პერსპექტივები, კერძოდ, როგორ გაძლიერდეს უკრაინის თავდაცვა და კონტრშეტევა.

"აშშ-დან არის ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვის ახალი პაკეტი. მე მადლობელი ვარ. კერძოდ, იქნება მეტი არტილერია - ჭურვები, რომლებიც სწორედ ახლაა საჭირო", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, დაისვა კითხვები უკრაინის ქმედებებზე შავ ზღვაში და იმ დერეფნის დაცვაზე, რომლითაც უკრაინა საქონლის ექსპორტს ახორციელებს.

"უკრაინამ დაამტკიცა აქ, შავ ზღვაში, რომ ჩვენ შეგვიძლია განვდევნოთ აგრესორი წყლებიდან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ მიმართა უკრაინის პარტნიორებს და მადლობა გადაუხადა მათ მხარდაჭერისა და დახმარებისთვის უკრაინის მიწაზე საერთაშორისო სამართლის აღდგენის საქმეში.

"მსოფლიოში ნორმალური ცხოვრება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერია ამერიკა სიცოცხლის დაცვაში. მსოფლიო ხედავს ამ ძალას უკრაინის დახმარებაში", - აღნიშნა მან.

პენტაგონის ხელმძღვანელი კიევში დღეს იმყოფებოდა. ლოიდ ოსტინის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები