შურისძიება 128-ე ბრიგადის გამო - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსებს დაჯილდოების ცერემონიაზე დაარტყეს

უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში ოკუპანტებზე თავდასხმა განახორციელეს, დაღუპულია ათობით და დაჭრილი ასამდე რუსი სამხედრო.

უკრაინელმა ჯარისკაცებმა დარტყმას უკვე უწოდეს მტერზე შურისძიება ზაპოროჟიეს მიმართულებაზე უკრაინელებზე რუსული თავდასხმისთვის. საუბარია 128-ე ბრიგადაზე თავდასხმაზე.

უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რამდენიმე დღის წინ 810-ე სევასტოპოლის საზღვაო ბრიგადას ხერსონის რეგიონში მაშინ დაარტყეს, როდესაც ოკუპანტებს აჯილდოებდნენ.

რუსები დანაკარგს მალავენ, თუმცა სავარაუდოდ, საუბარია ათობით მოკლულ და ასამდე დაჭრილ ოკუპანტზე.

3 ნოემბერს ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში უკრაინელ სამხედროებზე თავდასხმა მაშინ განახორციელეს, როდესაც არტილერიის დღესთან დაკავშირებით ჯარისკაცებს აჯილდოებდნენ. დაიღუპა 19 უკრაინელი სამხედრო, დაშავდა ათობით, დაშავებულებს შორის ადგილობრივი მოსახლეობაც იყო.

128-ე ბრიგადაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები