სოფელ მზეთამზეში და წაღვერში სავალი გზის გასწვრივ საყრდენი კედლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ მზეთამზეში და წაღვერში სავალი გზის გასწვრივ საყრდენი კედლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კედლის მოწყობის სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული  კომპანია "Georgian Build" აწარმოებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულია ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც მოსახლეობის დაცულობას და ზოგადად, უსაფრთხო გარემო პირობებს უზრუნველყოფს. მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტში არა ერთი საყრდენი  კედლის მშენებლობა განხორციელდა და მომავალი წლისთვისაც იგეგმება მსგავსი მასშტაბური კედლების მშენებლობა.

მსგავსი სიახლეები