არახამია - მომავალ წელს არც საპარლამენტო, არც ადგილობრივი და არც საპრეზიდენტო არჩევნები არ იქნება

მომავალ წელს უკრაინაში არც საპარლამენტო, არც ადგილობრივი და არც საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა არ იქნება, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერმა დავით არახამიამ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას არჩევნების ჩატარებას არავინ აიძულებს, მაგრამ დროდადრო ამ საკითხს ცალკე დასავლელი ოფიციალური პირები აყენებენ.

"მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკოსი იყო, ვინც ამბობდა, რომ "ალბათ, დაგჭირდებათ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და შესაძლოა, თუ პირობითად არალეგიტიმური ხართ და შემდეგ ასეთი კითხვები დაგისვათ, იქნებ არჩევნების ჩატარება დაგჭირდეთ“, - განაცხადა არახამიამ.

მისივე თქმით, იმ მომენტში, როცა არჩევნების განხილვა ზუსტდება, არჩევნების საკითხი იხსნება.

"როგორ მისცემენ ხმას სამხედროები, ან იყრიან კენჭს და როგორ უნდა მისცენ ხმას საზღვარგარეთ მყოფმა 6 მილიონმა უკრაინელმა და როგორ უნდა გავაკეთოთ, რომ არ იყოს საჰაერო თავდასხმის განგაში მთელი დღის განმავლობაში და ა.შ. მათ პასუხი არ აქვთ და მსგავს კითხვებზე პასუხი არავის აქვს", - განაცხადა არახამიამ.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტის ბოლოს უნდა ჩატარდეს, თუმცა საომარი მდგომარეობა ამას შეუძლებელს ხდის. ამავდროულად, ზოგიერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა კვლავ მოუწოდა კიევს არჩევნების ჩატარებისკენ.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ არჩევნების საკითხი ახლა აქტუალური არ არის.

მსგავსი სიახლეები