ზელენსკი - ჩვენმა ერებმა მოსკოვის აგრესიული პოლიტიკით გამოწვეულ ბევრ ტანჯვას გაუძლეს, ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა

ვაფასებ თქვენს სოლიდარობას უკრაინის მიმართ ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში.

"ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს უკრაინის მიმართ თქვენს სოლიდარობას ვაფასებ. ჩვენმა ერებმა მოსკოვის აგრესიული პოლიტიკით გამოწვეულ ბევრ ტანჯვას გაუძლეს. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა, რათა ჩვენი თავისუფლება და ჩვენი ხალხი დავიცვათ", - წერს ზელენსკი.

25 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილმა ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა.

"სოლიდარობით ვდგავართ უკრაინასთან ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს. ჩვენ პატივს მივაგებთ საბჭოთა რეჟიმის ტერორის მსხვერპლებს. 90 წლის შემდეგ, მჩაგვრელი პრაქტიკისადმი წინააღმდეგობა რჩება ჩვენს საერთო მოვალეობად, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისტორია არ განმეორდება", - წერს ზურაბიშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები