ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას უერთდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას უერთდება, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 25 ნოემბერს "ნარინჯისფერი კვირეულის გახსნასთან“ დაკავშირებით, ბორჯომში მერაბ კოსტავას სახელობის მოედანზე მოეწყო ფლეშმობი, რომელშიც მონაწილეობდნენ კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები "ფერხისი“ და „იმედი“. ფლეშმობის დასასრულს ახალგაზრდებმა ნარინჯისფერი კვამლის ფონზე ცაში ბუშტები გაუშვეს და ამდაგვარად გაუგზავნეს შეტყობინება მსოფლიოს - "არა ძალადობას“.

"გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, ძალადობის პრევენცია, ისევე როგორც მსხვერპლთა დაცვა, საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

ბოლო წლების მანძილზე საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ამ მიმართულებით, რაც განპირობებულია მულტისექტორული, კოორდინირებული მიდგომითა და მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელებით.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. კამპანიას მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია აღნიშნავს. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა", - აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები