თინა ბოკუჩავა - სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მას ან სხვა პოლიტიკურ პარტიაში ვიხილავთ, ან რაღაც სხვა პლატფორმაზე

სამწუხაროა, რომ ნიკა მელიამ არ გამოიყენა პარტიაში რეინტეგრაციის ბოლო შესაძლებლობა და მან თავი დატოვა პარტიის მიღმა, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავა ვარაუდობს, რომ ნიკა მელიას უახლოეს მომავალში სხვა პოლიტიკურ პარტიაში ან სხვა პლატფორმაზე იხილავს საზოგადოება.

"ძალიან სამწუხაროა, რომ პარტიაში რეინტეგრაციის ბოლო შესაძლებლობა, რაც მდგომარეობდა პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით შექმნილ დოკუმენტზე, ერთობის მანიფესტზე ხელმოწერაში, არ გამოიყენა ნიკა მელიამ და ამ გადაწყვეტილებით, თავად პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვები რომ გამოვიყენოთ, მან თავი დატოვა პარტიის მიღმა.

სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მას ან სხვა პოლიტიკურ პარტიაში ვიხილავთ, ან რაღაც სხვა პლატფორმაზე. ბუნებრივია, ეს მისი არჩევანია. დიდი იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში, ყველა პროდასავლელი ჩაერთვება ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ. დღეს ეს არის მთავარი ამოცანა და ამ ამოცანით უნდა იხელმძღვანელოს ყველა პოლიტიკოსმა, რომელიც საკუთარ თავს რეჟიმის მოწინააღმდეგედ მოიაზრებს და ასე პოზიციონირებს პოლიტიკურ ველზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები