სტოლტენბერგი - ჩვენ ვხედავთ ინტენსიურ ბრძოლებს, ძალიან მძიმე ვითარებაა ფრონტის ხაზზე

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას ძალიან მძიმე უწოდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დაწყების შემდეგ ფრონტის ხაზი დიდად არ შეცვლილა, მაგრამ რუსული ჯარები მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან როგორც პერსონალში, ასევე აღჭურვილობაში, - ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგმა უპასუხა კითხვას, თუ როგორ გამოიყურება ვითარება უკრაინის ფრონტზე და რისთვის არის მზად ალიანსი "ჩიხიდან" გამოსასვლელად და აღნიშნა, რომ სიტუაცია ძალიან რთულია.

"ჩვენ ვხედავთ ინტენსიურ ბრძოლებს. ძალიან მძიმე ვითარებაა ფრონტის ხაზზე. განსაკუთრებით აღმოსავლეთში. ჩვენ ვხედავთ ზარალის დიდ რაოდენობას. და ყველაზე ინტენსიური ბრძოლების პერიოდები, რაც ომის დაწყების შემდეგ მოხდა, ბოლო თვეებში მოხდა. და იმ დროს ფრონტის ხაზი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ანუ უნდა განვასხვაოთ ის, რომ ფრონტის ხაზი არ მოძრაობს და ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, ალიანსი და პარტნიორი ქვეყნები "ნამდვილად გაოცებულები არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების გამბედაობითა და კომპეტენციით და მათი შესაძლებლობით, დაარტყან ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის თავდაცვის ხაზს".

"უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მიღწევები აღსანიშნავია, ასევე, მტრის ზარალი. ფრონტის ხაზი დიდად არ შეცვლილა, მაგრამ ასევე, თუ რუსეთის ჯარებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს როგორც პერსონალში, ასევე შესაძლებლობებში, მაშინ ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა. უკრაინელებმა ასევე გააძევეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტი და ეს დიდი მიღწევაა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები