ჰერმან საბო - ხელისუფლებას მოვუწოდებ, ირაკლი ბებუას გათავისუფლების მიმართულებით სიტყვების ნაცვლად საქმეზე გადავიდეს

"სამი წელი გავიდა, რაც აფხაზეთის ციხეში საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა ზის, რომელმაც სამი წლის წინ, გალში აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვა სცადა“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.  

ჰერმან საბოს შეფასებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ირაკლი ბებუას სამაგალითო დასჯა ჩაიდო გულში, რადგან როდესაც ამნისტია გამოაცხადა, პირადად მას, გამონაკლისის სახით, ეს ამნისტია არ შეეხო.

"დაახლოებით ერთი წელია, ირაკლის ოჯახი ჩუმად იყო, რადგან არ უნდოდა ხელი შეეშალა იმ ნაბიჯებისთვის, რასაც ხელისუფლება მის გასათავისუფლებლად დგამდა, თუმცა, რასაც ვხედავთ, ნულოვანი შედეგი დაიდო. ამის შემდეგ ირაკლი ბებუას შესახებ აქა-იქ ვხვდებით ხან სტატიებს, ხან განცხადებებს, მაგრამ მგონია, რომ ეს ცოტაა და ჩემი ამ გამოსვლითაც მინდა საზოგადოებას და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ეს ადამიანი, მისი პირადი ტრაგედია ყველა ჩვენგანის ტრაგედიაც არის და ამაზე ბევრს უნდა ვფიქრობდეთ და ვსაუბრობდეთ.

მინდა ხელისუფლებას მოვუწოდო, რომ ამ ადამიანის გათავისუფლების მიმართულებით სიტყვების ნაცვლად საქმეზე გადავიდეს და საზოგადოებას მინდა შევახსენო და ვთხოვო, რომ არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მოქალაქე ზის აფხაზეთის ციხეში“, - განაცხადა ჰერმან საბომ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები